logo

(ფოტო)5 ფეხბურთელი, რომლის დამატების შემთხვევაშიც "იუვე" შესაძლოა დაუმარცხებელი გახდეს

(ფოტო)5 ფეხბურთელი, რომლის დამატების შემთხვევაშიც "იუვე" შესაძლოა დაუმარცხებელი გახდეს

"იუვენტუსში" სეზონის ბოლოს სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ანიელი და ნედვედი რონალდუსა და დიბალას გვერდით სხვა მაღალი ფეხბურთელების შემოკრებასაც აპირებე, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური კანდიდატი გახდეს. 

გუნდს არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელს უკავშირებენ. JUVE.GE გთავაზობთ იმ მოთამაშეებს, რომელთა დამატების შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი გახდება.

პოლ პოგბა

ყველაზე ხშირად ფრანგს სწორედ "იუვეს" უკავშირებენ და მისი ტრანსფერიც ყველაზე მოსალოდნელია. პოლს ტურინულ კლუბში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ყოფილ გუნდს ახლაც მარტივად მოერგება.

მაურო იკარდი

ნათელია, რომ არგენტინელს პსჟ-ს დატოვება სურს. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სურვილი კარიერის ტურინში გაგრძელებაა. თუ მისი ტრანსფერი მართლაც შედგება, პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, ის მრისხანე ტრიოს შექმნის. 

მარსელო

მარსელოს "იუვეს" გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ. ის რონალდუს ახლო მეგობარია და მისი გადმოსვლაც რეალური იქნება, თუ იმასაც გავიტვალისწინებთ, რომ ზინედინ ზიდანი "რეალში" ახალგაზრდებს უფრო აძლევს შანსს. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია. 

მარკო ვერატი

როგორც ცნობილია, პსჟ-მ "იუვეს" პირველი შეთავაზება დაბლოკა, თუმცა ტურინელები დანებებას არ აპირებენ და მისთვის კვლავ იბრძოლებენ. იტალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია და პოლ პოგბას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, მისი ყიდვა იდეალური ვარიანტი იქნება. არ გამოვრიცხოთ, "ალიანს სთედიუმზე" ორივე მათგანი ვიხილოთ. 

აშრაფ ჰაკიმი

"იუვესთვის" ერთ-ერთი პრობლემატური მარჯვენა მცველის პოზიციაა. აქ ხან დე შილიო თამაშობს, ხან კუადრადო, რომელიც ხშირად გარემარბადაც გვევლინება. ახალგაზრდა მაროკოელს კი შესანიშნავად შეუძლია დაცვაში თამაში და შეტევაში ჩართვა. ამასთან, მას მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს.

საბოლოო ჯამში, თუ ეს ტრანსფერები განხორციელდა, "იუვენტუსის" შემადგენლობა ასეთი იქნება:


2 თვის წინ
537 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 მართლა მაგარი იქნება
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ