logo

მესი თუ რონალდუ - რუნის პასუხი

მესი თუ რონალდუ - რუნის პასუხი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად "დერბი ქაუნთში" მოთამაშე-მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, Sunday Times-თან ინტერვიუში ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა.

"ვფიქრობ, კრიშტიანუ და ლეო არიან საუკეთესო ფეხბურთელები, ვინც სპორტის ამ სახეობას უნახავს.

მიუხედავად ჩემი რონალდუსთან მეგობრიბისა, მე მაინც მესის ავირჩევ. ამის მიზეზი ისეთივეა, როგორიც ჩავისა და სქოულზის შედარებისას: ლეო უფრო მრავალფეროვანია. არ მახსოვს, რომ მესის გოლი მთელი ძალით დარტყმის შედეგად გაეტანოს. ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს.

რონალდუ საჯარიმოში ნამდვილი მკვლელია, მაგრამ მესი სანამ მოგკლავს, მანამდე გაწამებს. არგენტინელის თამაშის ყურება უფრო გახალისებს.

ამ ორმა ფეხბურთი მთლიანად შეცვალა და არ მგონია, რომ მათ სტატისტიკას ოდესმე ვინმე გაიმეორებს." - განაცხადა რუნიმ.


6 თვის წინ
535 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 28
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-