logo

საქმეში "იუვეს" ფეხბურთელები ერთვებინან - ტრანსფერი ახლოვდება

საქმეში "იუვეს" ფეხბურთელები ერთვებინან - ტრანსფერი ახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბას ტურინის "იუვენტუსს" აქტიურად უკავშირებენ.

"ბებერი ქალბატონი" ფრანგის დაბრუნებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა ტურინელთა ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა.

"Tuttosport"-ის ინფორმაციით, საქმეში "ბიანკონერის" ფეხბურთელები, დიბალა, კვადრადო და იგუაინი ერთვებიან.

ზემოთ ხსენებულებს პოგბასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ისინი ეცდებიან მსოფლიო ჩემპიონი "იუვეში" დაბრუნებაზე დაითანხმონ.

შეგახსენებთ, ფრანგის შეძენას მადრიდის "რეალიც" ცდილობს, თუმცა მედიის ცნობით, "ბლანკოსმა" პოლს ვან დე ბეეკი არჩია. ეს კი ტურინელების შანსს ერთი ორად ზრდის.

4 თვის წინ
732 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 29
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ