logo

TS: "იუვე" ალექს სანდროს ტრანსფერში ჩართავს

TS: "იუვე" ალექს სანდროს ტრანსფერში ჩართავს

ტურინის "იუვენტუსი" გეგმავს, რომ ალექს სანდრო ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველის ემერსონის ტრანსფერში ჩართოს, იტყობინება "Tuttosport".

"ბებერი ქალბატონის" ბრაზილიელის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ დღებშიც გავრცელდა.

თანაც, სარის მასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. თუმცა საგულისხმოა, რამდენად არის ემერსონი უფრო მაღალი დონის მცველი, ვიდრე სანდრო.

"იუვეს" მე-12 ნომერი საკმაოდ სტაბილურია. ასე რომ, თუ ტურინელებს ემესრსონის ტრანსფერი მაინც სურთ, ის სანდროს ნაცვლად არ უნდა მოიყვანონ.

ასეთ შემთვევაში ალექსს კონკურენტი გამოუჩნდება და რაც მთავარია, მარცხენა მცველის პრობლემატური პოზიციაც გარკვეულწილად მოგვარდება.

3 თვის წინ
502 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-