logo

დელ პიერომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც უთამაშია

დელ პიერომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც უთამაშია

"იუვენტუსისა" და მსოფლიო ფეხბურთის იტალიელმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, ინსტაგრამზე 433-თან პირდაპირ ეთერში ყოფნისას სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და საუკეთესო ფეხბურთელიც დაასახელა, ვის გვერდითაც უთამაშია.

"იუვეში" 19 წელი გავატარე. ბევრი დიდებული ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, როგორებიცაა, მაგალითად, ბაჯო, ვიალი, ზიდანი, ინძაგი, ტრეზეგე... მეკარეებიდან ბუფონი და პეროცი. ერთის არჩევა რთულია, თუმცა, ევოლუციიდან გამომდინარე, მაინც ზიდანს დავასახელებ. ის "იუვეში" პატარა ასაკიდან თამაშობდა, 5 წლის შემდეგ "რეალში" გადავიდა და ნამდვილი მეფე გახდა.

კარიერის საუკეთესო მომენტი? ემოციურად მუნდიალზე გერმანიის კარში გატანილი გოლი. კალჩოპოლის სკანდალის გამო, ჩვენ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრისთვის გამარჯვების ბოლო შანსი იყო. მატჩის წინ გასახდელში ვისაუბრეთ და რაღაც განსაკუთრებული მუხტი ვიგრძენი. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ დიდხნიანი შრომის შედეგად, ჩვენ წარამტებას მივაღწიეთ. 

გამოვარჩევდი "სანიტიაგო ბერნაბეუზე" შესრულებულ დუბლსა და "რეალის" ქომაგების ტაშს", -  განაცხადა დელ პიერომ.


5 თვის წინ
640 / 1
სესე
user
Baqar89 კი ბატონო არავინ გედავება
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-