logo

"შახტარის" ყოფილი მწვრთნელი: 2015 წელს ბუფონთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა

"შახტარის" ყოფილი მწვრთნელი: 2015 წელს ბუფონთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა

მოგეხსენებათ, ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წლიდან თამაშობს. მან მხოლოდ ერთი წელი, 2018/19 წლების სეზონი, გაატარა სხვა გუნდში, შემდეგ კი საყვარელ ადგილას დაბრუნდა.

მისი ერთგულების მიუხედავად, შანსი იყო, რომ ჯიჯის გუნდი დაეტოვებინა. ამის შესახებ დონეცკის "შახტარის" ყოფილმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, ისაუბრა.

"2015 წელს ბუფონის დამატებას ვცდილობდით და შეთანხმებაც მიღწეული გვქონდა, თუმცა შემდეგ მან "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ჯიჯის შეძენა, გარდა სპორტული კუთხისა, "შახტარის" იმიჯზეც კარგად იმოქმედებდა", - განუცხადა ლუჩესკუმ TuttoSport-ს.

როგორც ვხედავთ, შესაძლებელი იყო, 2015 წელს ბუფონს კარეირა უკრაინაში გაეგრძელებინა.



3 თვის წინ
2600 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-