logo

რატომ ითამაშა ბუფონმა "რეინჯერსის" მაისურით - უცნობი ისტორია(ფოტოები)

რატომ ითამაშა ბუფონმა "რეინჯერსის" მაისურით - უცნობი ისტორია(ფოტოები)

1999-2000 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „რეინჯერსი“  „პარმა“ ერთმანეთსდაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში გლაზგოელებს დარჩათ გამარჯვება (2:1) და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

პირველი მატჩი 11 აგვისტოს „აიბროქსზე“ შოტლანდიელებმა 2:0 მოიგეს (იტალიაში „პარმამ“ 1:0 იმარჯვა). 

ჩვენთვის ეს იმიტომაა საინტერესო, რომ იმ შეხვედრაში"იუვენტისის" ლეგენდა, ჯიჯი ბუფონი მონაწილეობდა და საკმაოდ უცნაურადაც - მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კიპერმა „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ მაისურით იასპარეზა. 

გლაზგოში ჩასულ "პარმას" მეკარეებს შავი ფორმა ეცვათ, თუმცა მსაჯმა ამ მაისურით თამაშზე უარი უთხრა. პრობლემა თავად "რეინჯერსმა" მოაგვარა და საკუთარი ნარინჯისფერი მაისური ლოგოს, სპონსორისა და ჩ.ლიგის ემბლემის შეცვლით "პარმას" ფორმად გადააკეთა.

ამგვარად, ბუფონი მეტოქეს მისივე ფორმაში გამოწყობილი დაუპირისპირდა. 


2 თვის წინ
524 / 0
ავთანდილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ