logo

ემერი: მესისა და რონალდუს გზას სწორედ ის გააგრძელებს

ემერი: მესისა და რონალდუს გზას სწორედ ის გააგრძელებს

"სევილიას", "პარის სენტ-ჟერმენისა" და "არსენალის" ყოფილმა თავკაცმა, უნაი ემერიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონიის გამგრძელებელი იქნება.

"ნეიმარში თვითონ ფეხბურთი ცოცხლობს, მაგრამ მასშივე არიან ისინი, რაც ამას კლავს.

ვფიქრობ, ნეიმარს აქვს შესაძლებლობა მესისა და რონალდუს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის სტატუსი გადაიბაროს და ამის გაკეთების დრო უკვე დადგა." - განაცხადა უნაიმ.

შეგახსენებთ, რომ ემერის კარიერის ყველაზე მტკივნეული მარცხი, რომელიც "კამპ ნოუზე" შედგა, სწორედ ნეიმარის გენიალური თამაშით გახლდათ განპირობებული. ბუნებრივია, ვგულისხმობ "ბარსას" ზღაპრულ ქამბექს "პსჟ-სთან" ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის გათამაშებაში.

5 თვის წინ
425 / 1
სესე
user
Baqar89 დააგვიანა ნამეტარი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 28
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-