logo

კრიშტიანუ კარიერას არ ასრულებს, სამიზნე უდიდესი რეკორდია

კრიშტიანუ კარიერას არ ასრულებს, სამიზნე უდიდესი რეკორდია

კრიშტიანუ რონალდუ 35 წლის ასაკშიც კი ინარჩუნებს სხეულის ფანტასტიკურ ფორმას და მდგომარეობას. მის ანგარიშზე კი კარიერაში გატანილი 725 პროფესიონალური გოლია.

პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი გარი ნევილი, რომელიც მასთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა, თვლის, რომ რონალდუმ პელეს უნდა გადაუსწროს, რათა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გახდეს.

"ვფიქრობ რონალდუ კარიერას არ ასრულებს, რადგან პელეს რეკორდის მოხსნა სურს. მას უნდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს და შეუძლებელია პელეს რიცხვებზე არ ფიქრობდეს." – აღნიშნა ინგლისელმა "Sky Sports"-თან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა "ფეხბურთის მეფედ" წოდებულმა პელემ 1281 გოლი გაიტანა კარიერაში 1363 შეხვედრაში.

3 თვის წინ
588 / 1
ავთანდილი
user
Baqar89 რამდენ ხანს ითამაშებს ასეკი იტყვის თავისას ალბათ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-