logo

კიელინიმ "იუვენტინოებს" გული გადაუშალა - კაპიტნის ღირსეული განცხადება

კიელინიმ "იუვენტინოებს" გული გადაუშალა - კაპიტნის ღირსეული განცხადება

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ "La Repubblica"-სთან ინტერვიუსას საინტერესო თემებზე ისაურა.

"კარიერის სტარტზე ველური ცხენივით ვიყავი. უბრალოდ არ ვჩერდებოდი, გამუდმებით ვიბრძოდი ფიზიკურ ორთაბრძოლებში შევდიოდი."

"შესაძლოა ოდნავ უხეშიც ვიყავი, თუმცა ბოროტი არა. განზრახ დაზიანება არავისთვის მიმიყენებია."

"როდესაც 2013 წელს ბერჯესიოს წინააღმდეგ უხეში ვარდნა გავაკეთე, მან დაზიანება მიიღო, რის გამოც სამი თვე იუქმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბოდიში მოვუხადე, გამოჯანმრთელების შემდეგ ჩემზე შური იძია, მან იდაყვი ჩამარტყა."

"მოედანზე 90 წუთის განმალობაში არანაირი მეგობრობა არ არსებობს. მახსოვს, ერთხელ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ჯამპოლო პაზინის წინააღმდეგ მომიწია თამაში. მატჩის დროს გარკვეული უთანხმოება მოგვივიდა, თუმცა თამაშის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ჩვეულებრივად დაველაპარაკეთ."

"რა იქნება მომავალში? სიმართლე გითხრათ არვიცი. ჩემს თავს სპორტულ დირექტორად ან სკაუტად ვერ ვხედავ, მინდა უფრო კლუბის საორგანიზაციო საკითხებში ჩავება." - განახადა ჯორჯომ.

4 თვის წინ
478 / 1
დათო მალუტაშვილი
user
Baqar89 აბა შენ იცი წარმატება კარიერის დასრულების მერეც
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 98
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-