logo

ხელმძღვანელობა არ ჩერდება - მორიგი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

ხელმძღვანელობა არ ჩერდება - მორიგი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

ტურინის "იუვენტუსში" ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მარცხენა მცველის პოზიციაა, სადაც მხოლოდ ალექს სანდრო და მატიას დე შილიოა.

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ "ბებერი ქალბატონი" უკანახაზელის ძიებაშია.

"ბიანკონერის" ხელძღვანელობის ყურადღების ცენტრში "ჩელსის" მცველი ემერსონია, რომელიც მის გარშემო არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.

"შავ-თეთრები" გეგმავენ, რომ ბრაზილიელი ზაფხულში შეიძენონ. ამასთან, სარის მასთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, მაგრამ არის ერთი პრობლემა.

კერძოდ, ემერსონს სურს, რომ "იუვეს" ძირითადში გარანტირებული ადგილი ჰქონდეს. რაც ალექს სანდროს ფონზე ცოტა არ იყოს არარეალურია.

4 თვის წინ
318 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 26
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ