რა ვითარებაა პიანიჩის გარშემო - ანალიზი

რა ვითარებაა პიანიჩის გარშემო - ანალიზი

როგორც მოგეხსენებათ, მედია მირალემ პიანიჩს "ბარსასთან" აქტიურად აკავშირებს.

ბუნებრივია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ასე რომ, შევაჯამოთ ის ცნობები, რაც აქამდე ბოსნიელთან დაკავშირებით დაიწერა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომელსაც "Sport" ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბარსამ" პიანიჩთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

ახლა საუბარი იმაზე მიდის, თუ რა გზით მოხვდება ის კატალონიაში. როგორც ირკვევა, "ბარსელონა" მის სანაცვლოდ თანხის გადახდას არ გეგმავს, როს გამოც ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების გაცვლა რჩება.

იწერებოდა, რომ მირალემის სანაცვლოდ "ბარსა" არტურს შეელეოდა, თუმცა ნაკლებადსავარაუდოა, რომ ბრაზილიელმა გუნდი დატოვოს.

"Sport"-ის ცნობით,  შესაძლოა ამ ტრანსფერში "ბარსას" მხრიდან ტოდიბო, ხოლო "იუვეს" მხრიდან დე შილიო ჩაერთოს.

გარდა ამისა განიხილება, რაკიტიჩის, ვიდალისა და სემედუს ვარიანტი.

8 თვის წინ
550 / 1
davit
user
Baqar89 რაკიტიჩი არ მინდა მაგრა იმ ორიდან კი არცეთი არ მყავს მაგარი ფეხბურთელი ვიდალის დრო წავიდა სემუდი კი იტალიურ ფეხბურთს რაინაირად შეეწყობა ეს არავინ იცის
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ