logo

"იუვე" მკაცრ ზომებს იღებს - ფეხბურთელებს ხელფასები ძალიან შეუმცირდებათ

"იუვე" მკაცრ ზომებს იღებს - ფეხბურთელებს ხელფასები ძალიან შეუმცირდებათ

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც უკვე ჩავლის პირასაა, მსოფლიოს თავისი კვალი დაატყო და არც სპორტული სამყარო გამორჩენია.

კრიზისის პირობებში საფეხბურთო კლუბებს დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ, რის გამოსწორებასაც ხელმძღვანელები შეძლებისდაგვარად ცდილობენ. 

საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებაა. "იუვენტუსმა" რამდენიმე კვირის წინ ეს უკვე გააკეთა, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კი "ბიანკონერი" მოთამაშეებს ანაზღაურებას კიდევ ჩამოაჭრის.

წყაროს თანახმად, მომდევნო სეზონში "შავ-თეთრ" მაისურში გამოწყობილი არცერთი ფეხბურთელი 9 მილიონ ევროზე მეტს ვერ მიიღებს.

ტურინულ კლუბს ფინანსურად ისედაც არ ულხინდა, კორონავირუსმა კი გუნდი კიდევ უფრო დააზარალა. აღნიშნული გზით კი "იუვე" სიტუაციის შედარებით გამოსწორებას ეცდება.

შემოუერთდით სერია ა-ს ქართულ ჯგუფს და ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი საყვარელი ჩემპიონატის სიახლეებს.


2 თვის წინ
397 / 1
სესე
user
Baqar89 კარგია ეგრე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-