logo

როგორი იქნებოდა ევროპული ფეხბურთი მესისა და რონალდუს გარეშე

როგორი იქნებოდა ევროპული ფეხბურთი მესისა და რონალდუს გარეშე

21-ე საუკუნეში ფეხბურთთან პირველ რიგში ორი მოთამაშე, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ასოცირდება. ისინი უდავოდ საუკეთესოები არიან და მათ დონეზე ასვლას ვერავინ ახერხებს. წლებია, წამყვან ევროპულ ტურნირებსა და ჩემპიონატებში ბომბარდირები და საუკეთესო მოთამაშეები ისინი ხდებიან. ინდივიდუალურ ჯილდოებსაც პრაქტიკულად არავის უთმობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მესიმ და რონალდუმ ფეხბურთის მონოპოლიზაცია მოახდინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებენ და ეს არავის სურს, მაინც საინტერესო იქნებოდა ფეხბურთი მათ გარეშე. UEFA-მ სწორედ ამ სათაურის სტატია შემოგვთავაზა და განიხილა ევროპული ფეხბურთის განვითარება ამ ორი მონსტრის გარეშე.

ჩემპიონთა ლიგა

ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუა, შემდეგ კი მესი მოდის. ისინი რომ ამოვიღოთ, საუკეთესო გოლეადორი რაული იქნება (71), 64-64 გოლი აქვთ ბენზემასა და ლევანდოვსკის. ამ უკანასკნელს გატანაში ხელს არც მესი უშლის და არც რონალდუ, თუმცა კრიშტიანუ დიდი ხნის მანძილზე ბენზემას თანაგუნდელი იყო. რომ არა ის, ქარიმს კიდევ უფრო მეტი გოლი ექნებოდა.

ბომბარდირები ყოველწლიურად

ბოლო წლები, ბომბარდირი ლიგაზე მესი ან რონალდუ ხდება. ერთხელ მათთან ერთად ნეიმარიც გამოერია.

საბოლოო ჯამში, რომ არა ისინი, ბომბარდირები შემდეგი მოთამაშეები გახდებოდნენ.

2007/08: ტორესი, დროგბა, ჯერარდი (6 გოლი)
2008/09: ჯერარდი, კლოზდ (7)
2009/10: ოლიჩი (7)
2010/11: გომეს, ეტო'ო (8)
2011/12: გომესი (12)
2012/13: ლრვანდოვსკი(10)
2013/14: იბრაჰიმოვიჩი (10)
2014/15: ნეიმარი (10)
2015/16: ლევანდოვსმი (9)
2016/17: კავანი, ლევანდოვსკი (8)
2017/18: ფირმინო, მანე, სალაჰი (10)
2018/19: ლევანდოვსკი(8)

ჯგუფური ეტაპი

ჯგუფური ეტაპის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი "ბარსას" ათიანია (68), რომ არა ის, იქნებოდა ბენზემა (47).

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში

ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, 2013/14 წლების სეზონში მან 17 ბურთი შეაგდო. რომ არა ის, რეკორდის მფლობელი იქნებოდნენ ნისტელროი (12 გოლი 2002/03 წლების სეზონში) და გომესი (12 გოლი 2011/12 წლების სეზონში).

ბომბარდირი ყველაზე მეტჯერ

რონალდუ აქაც პირველია. ის ლიგის საუკეთესო გოლეადორი 7-ჯერ გახდა, მესიმ ეს 6-ჯერ მოახერხა. რომ არა ისინი, რეკორდსმენი ლევანდოვსკი იქნებოდა 4 ბომბარდირობით. 

ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი

ლიდერები - მესი და რონალდუ (8)

რომ არა ისინი, იქნებოდნენ: ინძაგი, გომესი, ლუის ადრიანო, ლევანდოვსკი (3).

უეფას წლის გუნდში მოხვედრა

ლიდერი - რონალდუ - 14

რომ არა ის, იქნებოდა რამოსი - 7

ყველაზე მეტი გოლი ევროსარბიელზე

ლიდერი აქაც "იუვენტუსის" შვიდიანია - 131 გოლი. რომ არა ის, პირველო რაულ გონსალესი იქნებოდა - 71 გოლი.

უეფას წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი

ლიდერი - ისევ რონალდუ (3-ჯერ)

რომ არა ის, იქნებოდნენ: ბუფონი, გრიზმანი, მოდრიჩი, ვან დაიკი, ინიესტა, ნოიერი, რიბერი, სუარესი, ჩავი - ყველა ერთხელ.

ოქროს ბურთი

ოქროს ბურთის მფლობელი ყველაზე მეტჯერ ლეო მესია გამხდარი - 6.

რომ არა ის, იქნებოდნენ: პლატინი, კრუიფი, ვან ბასტენი (3-ჯერ).

ვინაიდამ მესისა და რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთის მფლობელები სხვები იქნებოდნენ, ვინ იცის, ვინმეს 4-ჯერ ან მეტჯერაც მოეგო, რაც რთული წარმოსადგენია.

ევროპის საუკეთესო ბომბარდირი

არის - რონალდუ(99)

იქნებოდა - პუშკაში (84)

გამომწერები სოციალურ ქსელში

ინსტაგრამზე არა მხოლოდ ფეხბურთელბს შორის, არამედ ყველაზე მეტი გამომწერი კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს - 218 მილიონი, მას მოსდევს მესი - 150 მილიონი.

ტვიტერზე ყველაზე მეტი ფოლოვერი რონალდუს ჰყავს - 84.6 მილიონი, რომ არა ის, პირველი ნეიმარი იქნებოდა - 47 მილიონი. რაც შეეხება ლეოს, ის ტვიტერით არ სარგებლობს.

როგორც ვხედავთ, ფეხბურთი სულ სხვაგვარი იქნებოდა და მას მესისა და რონალდუსნაირი გამოკვეთილი ვარსკვლავებიც არ ეყოლებოდა. ასეა თუ ისე, სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი თანახმა იქნება, ფეხბურთი მესისა და რონალდუს გარეშე მხოლოდ წარმოიდგინოს, რეალობაში ამის ნახვას არავინ ისურვებს და განურჩევლად სიმპათიებისა, ყველას დააკლდება ერთიც და მეორეც, როდესაც ისინი კარიერას დაასრულებენ. ფეხბურთი ხომ მათ გამო გვიყვარს და სწორედ ისინი გვანიჭებენ ესოდენ სიამოვნებას.


4 თვის წინ
598 / 1
სესე
user
Baqar89 ესნი მართალა დაკლდებიიან დიდი ფეხბურთს თუმცა ყველა მიდიის ადრე თუ გვიან
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 3
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-