logo

ბარძალი: "იუვე" ამიტომ დავტოვე

ბარძალი: "იუვე" ამიტომ დავტოვე

მოგეხსენებათ, დღეს "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ, გუნდის სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ის მაურისიო სარის გვერდით მუშაობდა.

წასვლის მიზეზი თავად იტალიელმა დღეს ინსტაგრამზე დაადასტურა. მან ბრძანა, რომ არჩევანი ოჯახზე გააკეთა.

"მე ოჯახზე ფოკუსირება გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ დავტოვე მეორე ოჯახი, "იუვენტუსი", ვისთანაც სამუდამოდ ვიქნები დაკავშირებული და რომლის მადლობელიც ყოველთვის ვიქნები, ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება მართებული იყო.

ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც ყოველთვის პატივისცემას მაჩვენებდა და დიდ პროფესიონალურ და ადმიანურ სითბოს გამოხატავდა: პრეზიდენტთან, მწვრთნელთან, ფეხბურთელებთან, რომელთაც ჩემ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. 

დიდი მადლობა! გულშემატკივრები და პროფესიონალები აქცევენ "იუვენტუსს" იმად, რაც არის", - განაცხადა ბარძალიმ.

5 თვის წინ
394 / 1
user
Baqar89 მადლობა შენც წარმატება უკვე უფრო რთულ ცხოვრებაში დამიჯერე ფეხბურთით დაღლა მალე მოგანატრება
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-