logo

იტალიური გუნდები ფედერაციის წინააღმდეგ არიან

იტალიური გუნდები ფედერაციის წინააღმდეგ არიან

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერია ა 13 ივნისს განახლდება, ფეხბურთელები გუნდურ ვარჯიშს კი 18 მაისს დაიწყებენ.

Sky Sports Italia და La Republica კი იტყობინება, რომ იტალიური გუნდები ამას ეწინააღმდეგებიან. წყაროს ცნობით, რამდენიმე გრანდის, მათ შორის, "ინტერის", "მილანისა" და "ნაპოლის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 18 მაისს ვარჯიშის განახლება ჯერ კიდევ რისკის შემცველია.

თანაც ახლანდელი პროტოკოლით, თუ ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მთელი გუნდი 15 დღით კარანტინში უნდა გადავიდეს. ასე კი, შესაძლოა, სერია ა დიდი ხანი ვერ გაგრძელდეს. 

შესაბამისად, იტალიური გუნდები ითხოვენ, რომ პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს და ვარჯიშისა და თამაშების განახლება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.


2 თვის წინ
395 / 1
სესე
user
Baqar89 ეეე პროსტა კაი რა
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-