logo

ვისი შეძენა სურს "იუვეს" და რა ხდება მათ ტრანსფერებთან დაკავშირებით - ანალიზი

ვისი შეძენა სურს "იუვეს" და რა ხდება მათ ტრანსფერებთან დაკავშირებით - ანალიზი

როგორც ყოველთვის იტალიური მედია (და არამარტო) "იუვესთან" არაერთ ფეხბურთელს აკავშირებს.

მათი სია საკმაოდ დიდია, ამიტომ განვიხილოთ ისეთები, რომლებიც შედარებით რეალობას შეესაბამება.

1) არტურ მელო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველს "ბებერ ქალბატონთან" აქტიურად აკავშირებდნენ, თუმცა მისი ტურინში გადმობარგება ნაკლებად სავარაუდოა. ბარსელონაში ბრაზილიელზე დიდ იმედებს ამყარებენ, თანაც მან თავადაც განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს "ბარსაში" ხედავს. ასე რომ, მისი ტრანსფერს "იუვენტინოები" ნაკლებად უნდა ელოდონ.

2) პოგ პოგბა

გასული წლიდან მოყოლებული ფრანგის შესაძლო დაბრუნებაზე ძალიან ბევრი იწერება. მისი გადმოვსლის ისედაც მცირე შანსები, მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა, რადგან "მანჩესტერი" მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს, რისი გადახდაც დიდი ალბათობით გაჭირდება. თუ არა და ერთადერთი გამოსავალი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა იქნება.

3) ჟორჟინიო

იტალიელი შუახაზელი მირალემ პიანიჩის ჩამნაცვლებლად მოიაზრება, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს. ჟორჟინიო სარის ფავორიტია. ტურინელთა თავკაცს მისი "ალიანც არენაზე" ხილვა სურს. შეგახსენებთ, რომ სარის მასთან ერთად "ნაპოლიშიც" და "ჩელსიშიც" ნამუშევარი აქვს.

4) სანდრო ტონალი

ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. ბოლო დროს იწერება, რომ იტალიელის ტრანსფერში ფავორიტი მილანის "ინტერია", თუმცა ამასთან ცნობილია ისიც, რომ "იუვე" დანებებას არ აპირებს.

5 თვის წინ
575 / 1
დათო მალუტაშვილი
user
Baqar89 აბა იუვე რომელს წამოიყვან
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-