logo

რას აპირებს "რივერ პლეიტი" იგუაინთან დაკავშირებით - არგენტინელების ახალი გეგმა

რას აპირებს "რივერ პლეიტი" იგუაინთან დაკავშირებით - არგენტინელების ახალი გეგმა

"იუვენტუსის" არგენტინელი ცენტრალური თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის, მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Gazzetta dello Sport ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "პიპიტას" შეძენა კვლავ სურს მის ყოფილ გუნდს, "რივერ პლეიტს" და ტრანსფერის გასაჩარხადაც ყველაფერს გააკეთებს.

წყაროს თანახმად, არგენტინული გრანდი "ბოკა ხუნიორსის" მსგავსად იმოქმედებს და "ბიანკონერისთვის" ახალგაზრდა მოთამაშეების შეთავაზებას ეცდება. 

ცნობილია, რომ "იუვენტუსი" იგუაინის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება. გონსალოს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, რაც "იუვესთვის" ზედმეტი ტვირთია. ამასთან, "ბებერ ქალბატონს" მისი შემცვლელის მოძებნა დაწყებული აქვს.


5 თვის წინ
824 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 28
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-