logo

"იუვემ" "ბარსას" ვარსკვლავზე უარი განაცხადა

"იუვემ" "ბარსას" ვარსკვლავზე უარი განაცხადა

კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo, იტყობინება, რომ "იუვენტუსმა" "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, შეძენაზე უარი განაცხადა. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ "ბიანკონერის" მხოლოდ და მხოლოდ არტურ მელო სურს.

ბოლო პერიოდში "ბლაუგრანასა" და "იუვეს" ურთიერთბებზე მართლაც ძალიან ბევრი იწერება და, დიდი შანსია, მომავალ ზაფხულს მათ შორის გარიგება შედგეს, თუმცა ამ სატრანსფერო მოლაპარაკებებში რაკიტიჩი ჩართული არ იქნება.

"ბარსელონას" პირველ რიგში სწორედ 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს და ის "იუვეს" უმალ შესთავაზა, თუმცა, თავის მხრივ, ვეტერენი მოთამაშის შეძენით დაინტერესებული არც "ბებერი სინიორაა".

ერთი რამ კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა. თუ "ბლაუგრანას" "იუვეს" რომელიმე ფეხბურთელი სურს (პირველ რიგში ესენი პიანიჩი და დე ლიგტი არიან), არტურ მელოს უნდა შეელიოს. სხვა შეთავაზებებს ტურინელები არ მოისმენენ.


1 თვის წინ
271 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 რა დელიხტი სულ გააფრინეთ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ