logo

CDS: "აგენტს სურს, რომ იგუაინი ამ გუნდს შეუერთდეს"

CDS: "აგენტს სურს, რომ იგუაინი ამ გუნდს შეუერთდეს"

"იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. "პიპიტას" წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება.

32 წლის ცხრიანს უამრავი მსურველი ჰყავს. იგუაინის შეძენით მისი ყოფილი გუნდი, "რივერ პლეიტი" და  MLS-ის ბევრი კლუბი ინტერესდება. 

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გონსალოს აგენტს ფეხბურთელის მომავალი ნავსაყუდელი უკვე შერჩეული აქვს. წყაროს თანახმად, მას სურს, რომ იგუაინი ამერიკულ "დი სი იუნაიტედს" შეუერთდეს.

"პიპიტას" აქტიური მსურველი "რივერ პლეიტიცაა" და თავად გონსალოც უკან დაბრუნებას არჩევდა, თუმცა არგენტინელებისთვის ფეხბურთელის ხელფასი პრობლემას წარმოადგენს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგუაინს ევროპიდან წასვლა ჯერ არ სურს. ასეა თუ ისე, სავარაუდოდ, ის "იუვენტუსში" ბოლო სეზონს ატარებს.


1 კვირის წინ
188 / 1
სესე
user
Baqar89 წარმატება და თუ მართლა ბოლო სეზონია შენი იუვეში გოლებს და წარმატებას გისურვებ სარის როგორმე გააგებია რო 20 წუთით მაინც გათამაშოშს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ