logo

რუგანი: "ეს ძალიან უცნაური იყო"

რუგანი: "ეს ძალიან უცნაური იყო"

"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, დანიელე რუგანიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებისა და ვარჯიშის განახლების შემდეგ, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესოდ ისაუბრა.

"მე მეშინოდა, რომ დაავადება ჩემს მეორე ნახევარსაც გადაედებოდა, რომელიც ფეხმძიმედაა. გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ იზოლაციაში გადავსულიყავი, რათა უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. ეს დროული და ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. მადლობა ექიმებს პროფესიონალიზმისთვის.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, შესანიშნავ ხასიათზე ვარ. ერთი თვე კარანტინში დავყავი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თავს ბედნიერად ვთვლი. ...ყველაფერი ახალი ამბების მოსმენის შიშით დაიწყო.

მე ბუნდესლიგას ვუყურე და ცარიელი ტრიბუნებისა და სათადარიგოთა სკამზე განცალკევებით მსხდომი ფეხბურთელების ნახვა უცნაური იყო, მაგრამ ეს სწორი არჩევანია. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მოედანზე დაბრუნება უსაფრთხო იყოს და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.

ჩემი მიზანია, გუნდის წარმატებაში ყოველთვის მაქსიმალური წვლილი შევიტანო. თუ სეზონი განახლდება, მატჩები უფრო ხშირად გაიმართება და ჩვენ დახმარებისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან დასახული მიზნები განვახორციელოთ", - განაცხადა იტალიელმა.



1 კვირის წინ
83 / 1
სესე
user
Baqar89 წარმატება დაუმტკიცე სარის რო გასაშვები კაცი არ ხარ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ