logo

რუგანი: "ხალხმა ყველაზე მეტად შემაშინა"

რუგანი: "ხალხმა ყველაზე მეტად შემაშინა"

"იუცენტუსის" ფეხბურთელმა დანიელე რუგანიმ კორონაირუსზე ისაუბრა. ვირუსზე, რომელიც მან გადაიტანა და ახლა მისგან სრულიად გამოჯანმრთელდა.

"ძალიან კარგად ვარ, უცნაური თვე გადავიტანე, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა და თავს იღბლიანად მივიჩნევ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყველა წერდა როგორი შეშინებული ვიყავი ჩემი ფეხმძიმე პარტნიორის გამო."

"მე უბრალოდ გადავწვიტე იზოლირებული ვყოფილიყავი მისგან სანამ ყველაფერი არ დაწყნარდებოდა და უწინდელ მდგომარეობას არ დავუბრუნდებოდით. ეს საუეკთესო გამოსავალი იქნებოდა უსაფრთხოებისთვის."

"ამ მდგომარეობიდან გამოსვლამ გაგვაძლიერა მეც და ჩემი პარტნიორიც. დიახ, ყველაზე მეტად კი სწორედ ხალხმა და ჟურნალის ჭორებმა შემაშინა, რადგან ჩემს ვითარებას უბრო დაძაბულს აჩენდნენ."

"ბუნდესლიგას ვუყურე და უცნაურად ვიგრძენი თავი, როცა მოედანზე გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის კავშირი არ იყო. თუმცა ამ მომენტისთვის ასე დარჩენა აუცილებელია, რადგან მთავარი ჯანმრთელობაა."

"ჩემი მოვალეობაა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. თავიდან თუ დაიწყო სეზონი, ყველაფერს ხელახლა გავივლით, ხოლო თუ გაგრძელდა, წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის, რომელთა უმაღლეს დონეზე ჩატარება აუცილებელია. ჩვენ ჩვენი დავალებები გვაქვს, რომლებიც უნდა შევასრულოთ", - განაცხადა რუგანიმ.


4 თვის წინ
400 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 იმედია ითამაშებ უმაღლეს დონეზე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-