
Forbes კატალონიურ გამოცემებზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ ოსმან დემბელე ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო რადარზეა.
ფრანგმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა 3 წლის მანძილზე ვერ მოახერხა.
წყაროს ინფორმაციით, დემბელე არ განიხილება როგორც ერთ-ერთი ნაწილი პიანიჩი-არტურის გარიგების. "იუვენტუსი" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის შესახებ "ბარსას" ცალკე წინადადებით მიმართავს.
მიმომხილველი კრისტიან კუბეროს აზრით, თავად დემბელეც არ უნდა იყოს წინააღმდეგ თავისი კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
მიუხედაბად ტრავმებისა და მენტალური პრობლემებისა, ოსმან დემბელეს საფეხბურთო ტალანტი ჯერ კიდევ იზადავს რიგ გრანდებს ევროპაში.