GdS: "სარი ნახევარდაცვის "გასაღებს" მას ჩააბარებს"

GdS: "სარი ნახევარდაცვის "გასაღებს" მას ჩააბარებს"

იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport, შემდეგი სეზონისთვის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის, გეგმებზე საუბრობს.

წყარო ინფორმაციას ამჯერად ნახევარდაცვის შესახებ გვაწვდის. GdS-ს ცნობით, მომავალ სეზონში ტურინული კლუბის თავკაცი შუახაზის "გასაღებს" როდრიგო ბენტანკურს ჩააბარებს. 

იტალიელმა სპეციალისტმა ეს "ინტერთან" დერბიში უკვე გამოამჟღავნა. სარის პოზიცის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ის მირალემ პიანიჩის გაშვებას არ ეწინააღმდეგება. 

როგორც ჩანს, "იუვეს" ნახევარდაცვის ახალი ლიდერი ურუგვაელი გახდება. ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება კი მისასალმებელია.


7 თვის წინ
779 / 1
user
Baqar89 კარგი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ალბათ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. დემირალი - დაბრუნდება "დინამო კიევთან"

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ