
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა დუგლას კოშტამ განაცხადა, რომ ზოგჯერ მას კარიერის დასრულების ფიქრი გაუელვებს ხოლმე და ამისი მიზეზიც ახსნა.
"გავდივარ მოედანზე და შემდეგ მალევე ტრავმებს ვიკიდებ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები. განა შემიძლია ასე გაგრძელება?"
"მაგრამ შემდეგ ვრთავ ტელევიზორს, ვუყურებ ჩემს თავს და ვხვდები, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა შემიძლია, აი, ეს არის მიზეზი, რატომაც ვაგრძელებ თამაშს."
"ფული და ცნობილად ყოფნა არაფერ შუაშია. ფეხბურთი უბრალოდ სიცოცხლეს მინარჩუნებს. იცით, სანდროს ხშირად ვეუბნები ხუმრობით, რომ იმაზე მეტი სკანირება მაქვს ბეხზე გადაღბული, ვიდრე მატჩებს ვთამაშობ."
"ხალხი ამბობს, რომ დუგლასს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ტრავმები ღუპავს მას. ეს სიტყვები მაღიზიანებს. მაქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გავხდე მაგრამ რაღაც უკონტროლობის გამო არ შემიძლია".
"ყოველთვის, როცა ტრავმას ვიღებ, საკუთარ თავს ვეკითხები თუ რა გავაკეთე არასწორად. მიკვირს ხოლმე, რატომ არ შემიძლია სისტემატიურად თამაში და ეს ძალიან მტკენსგულს".
"შესაბამისად, დახმარებას ვითხოვ. არ ვიცი თუ რაიმეგსმენიათ მენტალურ მწვრთნელზე. ისინიფსიქოლოგები არ არიან, მაგრამ შეუძლიათ გაჩვენონ როგორ შეიძლება მოახდინოს შენზეზეგავლენა ბავშვურმა ფაცტებმა", - განაცხადა დუგლას კოშტამ.