logo

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა გარდაიცვალა

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა გარდაიცვალა

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 60-70-იანი წლების კალჩოს ვარსკვლავი პიეტრო ანასტაზი გუშინ, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით ის სიმსივნით გარდაიცვლა, რომლის აღმოჩენის შემდეგ  ანასტაზი მშობლიურ კატანიაში ცხოვრობდა.

ანასტაზის კარიერა 15 წლის მანძილზე გაგრძელდა და საუკეთესო წლებში ქვეყნის ორი დიდი კლუბის, "იუვენტუსის" და "ინტერის" მაისურით ითამაშა, 1968-75 წლებში კი 25-ჯერ გამოჩნდა ნაკრებში და 8 გოლიც მიითვალა.

ტურინულ გრანდთან ერთად ის 4-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, "ინტერთან" ერთად კი ქვეყნის თასი მოიგო.

რაც შეეხება ნაკრებს, ქვეყნის მთავარ გუნდში მან 1968 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

8 თვის წინ
1578 / 0
beka
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-