logo

"იუვემ" იკარდის ორი ალტერნატივა შეარჩია

"იუვემ" იკარდის ორი ალტერნატივა შეარჩია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ნახევარმცველთან ერთად, ცენტრალური თავდამსხმელის შეძენაა. ტურინული კლუბის მთავარი სამიზნე ამ პოზიციაზე მაურო იკარდია.

"ბიანკონერი" "პარი სენ-ჟერმენის" ცხრიანის შეძენას აქტიურად ცდილობს, თუმცა, შესაძლებელია, მისი ტრანსფერი ჩაიშალოს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის დაბრუნებას "ინტერიც" ეცდება, რომელიც ლაუტარო მარტინესის დაკარგვასთან ახლოსაა.

აქედან გამომდინარე, "იუვენტუსს" სხვა თავდამსხმელისთვის ბრძოლა მოუწევს. RAI-ს ინფორმაციით, "იუვე" იკარდის ალტერნატივად "ნაპოლის" სლოვაკ ცხრიანს, არკადიუშ მილიკსა და "ატლანტას" თავდამსხმელს, დუვან ზაპატას, განიხილავს.

მაური ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში "ბებერი სინიორა" სწორედ მათზე გადაერთვება.


1 თვის წინ
313 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 იკარდის ორივე მირჩევნია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 48
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ