
როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" სატრანსფერო ურთიერთობები ბოლო პერიოდში საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
"ბლაუგრანას" მირალემ პიანიჩი სურს, "იუვეს" კი არტურ მელო. როგორც წყაროები ადასტურებენ, ამ უკანასკნელის უარზე ყოფნის მიუხედავად, კატალონიური კლუბი ცდილობს, მას "ბიანკონერიში" გადასვლისკენ უბიძგოს.
იქიდან გამომდინარე, რომ "ბარსა" "იუვეს" ფეხბურთელებს არ ეშვება, "ბებერი სინიორა" სიტიუაციით სარგებლობას აპირებს.
TuttoSport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" პიანიჩის ტრანსფერის გარიგებაში ანსუ ფატის ჩართვის მოთხოვნის ვარიანტსაც განიხილავს. ეს ცოტა უტოპიურია, რადგან კატალონიური კლუბი იმედებს სწორედ 17 წლის სუპერტალანტზე ამტარებს.
მიუხედავად ამისა, "იუვე" ბედს სცდის. თანაც, დაიწერა, რომ ფატის უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.
აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარის 4-3-3 ტაქტიკაში ფატი იდეალურად ჯდება.