logo

რას წარმოადგენს "იუვენტუსის" სამიზნე მილიკი?

როგორც იცით, გონსალო იგუაინის წასვლა გუნდიდან თითქმის გადაწყვეტილია. ტურინელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ, რისთვისაც რადმენიმე ვარიანტს განიხილავენ.

ერთ-ერთი ვარიანტი "ნაპოლის" ფეხბურთელი მილიკია. მისი ღირებულება 40მლნ ევროს შეადგენს და ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ეს თანხა შემცირდება და შემდეგ უფრო ძლიერად გადაერთვებიან მის გადასაბირებლად.

მოდით, გავიცნოთ ეს ფეხბურთელი და განვსაჯოთ, თუ რამდენად სჭირდება "იუვენტუსს" ეს ფეხბურთელი იგუაინის შემცვლელად.

იგი 26 წლის პოლონელი ფეხბურთელია, რომელიც პროფესიულ ფეხბურთს ძალიან პატარაობიდან თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 17 წლანდელთა გუნდში ასპარეზობდა.

უმაღლეს ნაკრებში იგი 2012 წლიდან ირჯება და 8 წლის განმავლობაში 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 14 გოლი. 

რაც შეეხება საკლუბო კარიერას. იგი ნეაპოლელებს "აიაქსიდან" შუერთდა 2016 წელს. 4 წელიწადში მისი მონაგარი 83 შეხვედრაში 36 გოლია. 

მოდით განვიხილოთ ორივე ფეხბურთელის ძლიერ მხარეები. იგუაინის ძალა ბურთის დაჭერაშია, ასევე მას შეუძლია ჭკვიანური გადაცემების გაკეთებაც. გაიხსენეთ მისი პასი დიბალაზე "ტოტენჰემთან", როცა მან თავისი მემამულე ფრანგ მეკარესთან 1-1-ზე დატოვა და გამარჯვების გოლიც გაატანინა.  იგი ძირითადად გამოირჩევა პირველ სართულზე თამაშით. 

რაც შეეხება პოლონელს, მისი ძლიერი მხარე შორეული დარტყმებია. ამით იგი უდაოდ ძლიერია და ნამდვილად გამოირჩევა. აგრეთვე შეუძლია ჯარიმების შესრულებაც, კარგი ფინიშერიცაა და ბურთსაც მშვენივრად იჭერს. მისი სუსტი მხარე ისაა, რომ ტრავმებისკენ არის მიდრეკილი ასე თუ ისე.

ორივე მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ცენტრ ფორვარდად დგას, იგუაინი ხშირად უცვლის ხოლმე ადგილს თავის გუნდელს, მაგრამ ეს თამაშის დროს ხდება და მალევე უბრუნდება ხოლმე თავის ადგილს. ყველაფერი უბრალოდ ტაქტიკური მონახაზის ნაწილია. 

რომელი უფრო პროდუქტიულია თამაშისას და შეცვლისას? წელს, იგუაინმა თამაში სასტარტოდან 20 ჯერ დაიწყო, მეტოქის კარი კი 5-ჯერ დალაშქრა და ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა  10-ჯერ იასპარეზა, გაიტანა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

რაც შეეხება მილიკს, მან შედარებით ნაკლებჯერ მოახერხა სასტარტოში მოხვედრა (16-ჯერ), მაგრამ გაიტანა 12 გოლი, ყოველგვარი ასისტის გარეშე. შესვლაზე შემოსულმა 4 შეხვედრაში გოლის გატანა, ან თანაგუნდელის საგოლე გადაცემით მომარაგება ვერ მოახერხა.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც თავად შეგიძლიათ განსაჯოთ პოლონელი ფეხბურთელი და ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა. არის მილიკი იგუაინის შემცვლელი?

1 თვის წინ
275 / 1
იაკობ ქირია
reclam
user
Baqar89 არ ვიცი 50 50 ზე 
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ