ცნობილია: სად უნდა ტონალის თამაში

ცნობილია: სად უნდა ტონალის თამაში

უკვე დიდი ხანია, რაც გავიგეთ, რომ იტალიური "ბრეშას" 19 წლის ნახევარმცველი, სანდრო ტონალი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა იქნება.

ახალგაზრდა შუახაზელით აქტიურად ინტერესდება "იუვენტუსიც", რომელსაც სანდროს ხელში ჩაგდება ძალიან უნდა და ამისთვის, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს.

"ბრეშას" პრეზიდენტმა, მასიმო სელინომ, დღეს "ახალი ანდრეა პირლოს" მომავალზე ისაუბრა.

"ხანდახან ზოგიერთი ფეხბურთელი ისე შემიყვარდება ხოლმე, რომ მათ გაყიდვაზე ფიქრიც კი არ მსურს.

სანდროს გარშემო კარგი გუნდის აწყობა ჩემი ოცნება გახლდათ, მაგრამ ვხვდები, რომ მას პირადი მიზნები აქვს.

ნასერ ალ ხელაფიმ დღეს მომწერა, რომ ტონალის "პსჟ-ში" ხილვა უნდა, მაგრამ მას საფრანგეთში წასვლა არ სწადია. 

სანდროს "იუვენტუსის" ან "ინტერის" ვარიანტი ურჩევნია." - განაცხადა სელინომ.


7 თვის წინ
633 / 1
user
Baqar89 რომელი მერე რას ფიქრობს ამდენს გარანტიას ძირითადში ყოფნისას ვერავისგან მიიიღებს
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ