logo

სარი: "მადლობა მის დედას"

სარი: "მადლობა მის დედას"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ იტალიის თასზე "რომასთან" შეხვედრაშიც გაიტანა და 2020 წელს ჩატარებულ 4 მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

"რონალდუ არაჩვეულებრივ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებშია, მას გოლები სტაბილურად გააქვს. ინდივიდუალურ დონეზე, არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააუმჯობესოს კრიშტიანომ. შეიძლება, მცირე გაუმჯობესება დაცვით თამაშშია საჭირო".

"რონალდუს ამჟამინდელ ფორმაზე მადლობას მე ვერ მივიღებ. შეგიძლიათ მადლობა დედამისს გადაუხადოთ, რომელმაც ასეთი სანიმუშო ადამიანი შექმნა", – ციტირებს სარის სიტყვებს "Football Italia".


8 თვის წინ
738 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 4
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-