logo

"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობა "მილანის" წინააღმდეგ

"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობა "მილანის" წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, 12 ივნისს იტალიური ფეხბურთი თასის შეხვედრით გვინბრუნდება, სადაც ერთმანეთს "იუვე" და "მილანი" დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ, ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობას ჩვენი ვერსიით.

კარში დიდი ალბათობით ჯანლუიჯი ბუფონი ჩადგება, რადგან როგორც წესი, თასზე "შავ-თეთრების" კარს სწორედ იტალიელი იცავდა.

დაცვაში ბევრ სიახლეს არ უნდა ველოდოთ. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კიელინიმ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, უკანახაზი ასე დაკომპლექტდება: სანდრო, ბონუჩი, დე ლიხტი, კვადრადო.

ნახევარდაცვაში მეტი არჩევანია. რომეო აგრესტის ცნობით, სამი ხედირა "მილანთან" მატჩს ძირითადში დაიწყებს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. საყრდენად პიანიჩი ითამაშებს, ბოსნიელს კი მატუიდი და ბენტანკური შეუწყვილდებიან. ამასთან, რაბიოს გარშემო დიდი ორომტრიალია. რემზის თამაში კი მცირე ტრავმის გამო ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება შეტევას, გონსალო იგუაინს ტრავმა აქვს და თანაც ეტყობა, რომ საშინელ ფორმაშია. ასე რომ, დიდი ალბათობით, "იუვესთვის" რონალდუ, დიბალა და კოშტა შეუტევენ.

შემადგენლობა საბოლოოდ ასე გამოიყურება.

მეკარე: ბუფონი:

მცველები: სანდრო, დე ლიხტი, ბონუჩი, კვადრადო;

ნახევარმცველები: პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი;

შემტევები: დიბალა, კოშტა, რონალდუ;

2 თვის წინ
395 / 1
დათო მალუტაშვილი
user
Baqar89 კარგია იმედია ფინალშიც გავალთ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-