logo

მესი თუ რონალდუ - დე ლიგტმა აზრი შეიცვალა

მესი თუ რონალდუ - დე ლიგტმა აზრი შეიცვალა

"იუვენტუსის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, მატიას დე ლიგტმა, TuttoSport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ საკითხზე ისაუბრა და ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზე დასმულ ტრადიციულ შეკითხვასაც უპასუხა. 

"კრიშტიანუ მის თაობაში საუკეთესოა, ის ბევრი ახალგაზრდისთვის სამაგალითოა. მე ვცდილობ, საკუთარი თავი გავაუმჯობესო, როცა ვხედავ ის როგორი ინტესივობით ვარჯიშობს", - განაცხადა ნიდერლანდელმა ვარსკვლავმა.

თუ რამდენიმე თვით უკან გადავიწევთ და ფრენკი დე იონგისა და დე ლიგტის საუბარს გავიხსენებთ, ამ უკანასკნელის აზრის ცვლილებას შევამჩნევთ.

დე იონგი: "მესი თუ რონალდუ?" 

დე ლიგტი: "მე მესისკენ ვიხრები"

დე იონგი: "გეთანხმები, მეც მას ვირჩევ"

დე ლიგტი: "ჩვენ ვთანხმდებით, ბევრი ახსნა საჭირო აღარაა..."

დე იონგი: "მესი რონალდუზე უკეთესია".

როგორც ვხედავთ, ცოტა ხნის წინ მატიასი სხვა აზრზე იყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ ის უკვე "იუვეს" ფეხბურთელი იყო. თუმცა თანაგუნდელობამ მის შეხედულებაზე გავლენა მაინც იქონია.


4 თვის წინ
553 / 1
სესე
user
Baqar89 ოო დელიხტ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 28
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-