logo

ბერნანდესკი-რაკიტიჩის ბარტერი - "იუვენტუსში" განცხადება გააკეთეს

ბერნანდესკი-რაკიტიჩის ბარტერი - "იუვენტუსში" განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა  ფაბიო პარატიჩიმ  რაკიტიჩი-ბერნარდესკის შესაძლო გაცვლა უარყო.

პარატიჩიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ბერნარდესკის "იუვედან" წასვლის ან რაკიტიჩის ტურინში გადაბარგების შანსი იანვარში არ არსებობს.

გასულ კვირას იტალიურმა და ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ კლუბები ფეხბურთელთა გაცვლას გეგმავდნენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა.

ისე კი, რაკიტიჩს "იუვენტუსს" გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ. ხორვატ მოთამაშეს "ბარსადან" წასვლა სურდა, მაგრამ რა იქნება კიკე სეტიენის გუნდში მოსვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

5 თვის წინ
728 / 0
ლევან კვინიკაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ