logo

"იუვეს" 3 ფეხბურთელი - როგორია ფიფას ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული თერთმეტეული

"იუვეს" 3 ფეხბურთელი - როგორია ფიფას ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული თერთმეტეული

FIFA ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული თამაშია. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული თერთმეტეული. სომბოლური შედგენილია ფიფას, როგორც თამაშის, ისტორიაში კონკრეტულ პოზიციებზე ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფეხბურთელებით. იგი Goal-მა შეადგინა და 4-4-2 ტაქტიკა აარჩია.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი". იგულისხმება ის გუნდი, რომელშიც ფეხბურთელი თამაშობდა მაშინ, როდესაც ეს რეიტინგი დააფიქსირა)

ფიფაში ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია, მისი რეიტინგი 97 იყო 2005 წლის გამოშვებაში. ცხადია, ახლა იტალიელი ფეხბურთელის შეფასება შედარებით დაბალია. მაგალითად, "პსჟ-ში", ფიფა 19-ში 88 იყო მისი შეფასება, ხოლო ფიფა 20-ში კი - 83.

მარჯვენა მცველი: ლილიან თურამი ("იუვენტუსი")

თამაშის ისტორიაში ყველაზე მაღალრეიტინგული მარჯვენა მცველი ლილიან თურამია, რომელმაც ეს შედეგი ფიფა 2005-ში დააფიქსირა. მაშინ იგი "იუვენტუსის" ფეხბურთელი იყო, მისი რეიტინგი 92 იყო. მაგალითად, წლევანდელ გამოშვებაში, ყველაზე მაღალრეიტინგული მარჯვენა მცველი ჯოშუა კიმიხი იყო - 86.

ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო ("რეალი")

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაცვაში საუკეთესოა. მას 94 ჰქონდა რეიტინგი ფიფას 2002 წლის გამოშვებაში.

ცენტრალური მცველი: ალესანდრო ნესტა ("მილანი")

ალესანდრო ნესტა გახდა ზედიზედ ოთხჯერ სერია ა-ს საუკეთესო მცველი. ფიფა 2005-ში კი რეიტინგი 94 ჰქონდა და სიმბოლურში იეროს გვერდით დაიკავებს ადგილს.

მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი ("რეალი")

მარცხენა მცველს ფიფას ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი 2005-ში ჰქონდა. რობერტო კარლოსი სიმბოლურში საპატიო ადგილს დაიკავებს.

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიშ ფიგუ ("რეალი")

ფიგუ 2000 წელს ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2001 წელს ფიფამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელად. შედეგად, ფიფას 02-ში მისი რეიტინგი 97 იყო და ეს ისტორიაში ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

ცენტრალური ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი ("რეალი")

ფიფა 05-ში ზიდანის რეიტინგი 96 იყო და უკონკურენტოდ დაიკავა ეს პოზიცია სიმბოლურში.

ცენტრალური ნახევარმცველი: რონალდინიო ("ბარსელონა")

2005 წელს ოქროს ბურთის მფლობელი რონალდინიო, ფიფა 06-ში არათუ ყველაზე მაღალრეიტინგული იყო (95) საკუთარ პოზიციაზე, არამედ საუკეთესო იმ წლის გამოშვებაში. "ბარსას" ყოფილი მოთამაშე სიმბოლურში ზიდანის გვერდით დაიკავებს ადგილს.

მარცხენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", "იუვენტუსი")

ფიფა 18-შიც და ფიფა 19-შიც რონალდუს რეიტინგი 94 იყო. ამ რეიტინგით კი იგი გახდა ისტორიაში საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველი-მარცხენა ვინგერი. წელს განხორციელებული ლიცენზიის გამო პორტუგალიელის რეიტინგი ერთით შემცირდა.

თავდამსხმელი: ტიერი ანრი ("არსენალი")

პრემიერლიგის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიმბოლურში მოხვდა. ფიფა 05-ში მისი რეიტინგი 97 იყო.

თავდამსხმელი: რონალდო ("რეალი")

და, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ისტორიაში? "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გახდა არამარტო საკუთარ პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო, არამედ ზოგადად, თამაშის ყველა ვერსიის ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელი. ფიფა 04-ში მისი რეიტინგი 98 იყო შესაძლო 99-დან.

ფიფა 20-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა - 94, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურში მოხვედრილიყო.

საბოლოოდ, ფიფას ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან თურამი, ფერნანდო იერო, ალესანდრო ნესტა, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ზიდანი, რონალდინიო, რონალდუ, ანრი და რონალდო.


7 თვის წინ
1135 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-