logo

კაპელომ სარი გააკრიტიკა

კაპელომ სარი გააკრიტიკა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ "იუვეს" მთავარი მწრთვნელი მაურისიო სარი გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, სარიმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პენალტების დამრტყმელებთან დაკავშირებით."

"მე თერთმეტმეტრიანის საუკეთესო შემსრულებელს ყოველთვის მეოთხე ნომრად ვაყენებდი."

"პირველ დამრტყმელად კი ისეთ ფეხბურთელს ვარჩევდი, რომელიც თავის თავში და შესაძლებლობებში ყველაზე მეტად იყო დარწმუნებული. ამ სტრატეგიით, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მთავრდებოდა."

"შემაძრწუნებელია, როცა სარი როგორც მწრთვნელი, წუწუნებს შემადგენლობის სირმის სიმცირეზე, რადგან ამან შენი თამაშის ხარისხზე გავლენა არ უნდა იქონიოს. "იუვე" კი საშინლად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში."

"დარჩება თუ არა ის შემდეგ სეზონში? ვფიქრობ, რომ მაურისიო კარგი სპეციალისტია. ადვილი არ არის "იუვეს" გაწრთვნა. აქ ბევრი ძლიერი ხასიათის ფეხბურთელია, რომლებიც უნდა დაარწმუნო, რომ შენი იდეების დაიჯერონ." - განაცხადა კაპელომ.

3 თვის წინ
482 / 1
დათო მალუტაშვილი
user
Baqar89 დაბრუნდი ერთ დღეს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 97
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-