logo

ესპანელი ჟურნალისტი არტურის ტრანსფერზე: "ამის შანსი 99%-ია"

ესპანელი ჟურნალისტი არტურის ტრანსფერზე: "ამის შანსი 99%-ია"

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო, "იუვენტუსში" გადასვლასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, შეთანხმება დიდი ხნის მიღწეული იყო, პრობლემა მხოლოდ ფეხბურთელის პოზიცია რჩებოდა.

დღეს Marca-მ და TuttoSport-მა კი დაწერეს, რომ უკვე იმის შანსიც საგრძნობლად გაიზარდა, რომ მხარეებმა ბრაზილიელი დაიყოლიონ.

ამის დამადასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს Goal-ის ჟურნალისტი, იგნასი ოლივა. მისი თქმით, არტურის "ბიანკონერიში" გადასვლის შანსი 99%-ია.

ყველაფერი მართლაც იქითკენ მიდის, რომ მალე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ცნობილია, რომ "იუვე" მელოს სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის.


2 თვის წინ
355 / 1
სესე
user
Baqar89 ვნახოთ სანამ არ გადმოვა არაფრის მჯერა უკვე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 98
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-