logo

რას წარმოადგენს "იუვეს" მთავარი სამიზნე არტურ მელო

ბოლო რამდენიმე თვეა "ბარსელონას" ნახევარცმველი, არტურ მელო, "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნედ გადაიქცა. უახლოესი ინფორმაციების თანახმად კი, ის 99%-ით ტურინული გუნდის ფეხბურთელი გახდება.

რადგან ტრანსფერი ასე მოახლოვდა, ბუნებრივია, "იუვეს" გულშემატკივრებს კიდევ უფრო აინტერესებთ, რას წარმოადგენს 23 წლის შუახაზელი.

შევეცდები, ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგიქმნათ, ვიდეოში კი მისი თამაშის ხილვა თავად შეგიძლიათ.

არტურმა "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი შარშან დაიმკვიდრა. მან თვით ფილიპე კოუტინიოს ადგილი დაიკავა, რომელიც ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიყვანეს (კოუტინიომ შეტევაში გადაინაცვლა). 

თავდაპირველად მელოს იმას უჩივოდნენ, რომ მისი პასების დიდი ნაწილი უკან ან გვერდზე კეთდებოდა - ანუ, თამაშს ნაკლებად ამწვავებდა, თუმცა მან ეს ნაწილობრივ გამოასწორა. 

შეგვიძლია, კოპა დე რეიოს განმეორებით მერვედფინალში, "სევილიას" წინააღმდეგ, ბრაზილიელის მიერ ივან რაკიტიჩზე გაკეთებული შესანიშნავი საგოლე გადაცემა გავიხსენოთ. 

ზოგადადაც, მელოს ძალიან კარგი პასი აქვს. მას თამაშის სტილით ჩავი ერნანდესსაც ადარებენ. თუ კარგად დააკვირდებით, მსგავსებას მართლაც აღმოაჩენთ. "მაესტროსავით" ბურთის დაჭერა და კონტროლი არტურსაც ძალიან კარგად გამოსდის. რა თქმა უნდა, ჩავიმდე მას ძალიან ბევრი უკლია, თუმცა თამაშის სტილით მსგავსება და თუნდაც მისი დონის ნახევრის ჩვენება, უდიდესი წარმატება იქნება.

დარტყმა არტურის ძლიერი მხარე არაა, თუმცა ბრაზილიელს ესეც შეუძლია. მიმდინარე სეზონში მას ლეგანესის კარში შესანიშნავი შორეული გოლი აქვს გატანილი.

რომ შევაჯამოთ, ამ ტრანსფერით "იუვე" ხელში ძალიან მაგარ ფეხბურთელს ჩაიგდებს, რომელსაც განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს და შეუძლია, მაღალი კლასის მოთამაშე გახდეს.


5 თვის წინ
814 / 1
სესე
user
Baqar89 გაიხარე ასეთი იფორმაციისთვის მართლა კარგი ტრანსფერი იქნება
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 56
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. რემზი - დაბრუნდება დეკემბერი/იანვარში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-