logo

სარი პიანიჩისა და არტურის საკითხზე ალაპარაკდა - იტალიელმა "ბარსას" მწრთვნელი გააკრიტიკა

სარი პიანიჩისა და არტურის საკითხზე ალაპარაკდა - იტალიელმა "ბარსას" მწრთვნელი გააკრიტიკა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "ლეჩესთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის შესაძლო გაცვლაზე გააკეთეა კომენტარი.

იტალიელმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის, საქციელი არ მოიწონა და ტრანსფერზე პირდაპირ საუბრისგან თავი შეიკავა.

"არტური "ბარსას" მოთამაშეა. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არასწორი იქნება. არ მომეწონა, რომ კიკე სეტიენმა პიანიჩზე ღიად ისაუბრა, რომელიც ჩემი ფეხბურთელია. ასეთი კომენტარების გაკეთება საერთოდ არ მიყვარს".

სარი კონკრეტულად პიანიჩის წასვლას შეეხო:

"ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ ვიცი, ჩვენ პიანიჩს ვენდობით. ის საკუთარ თამაშს აუმჯობესებს. ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბს ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია."

მაურისო ასევე სხვა თემებსაც შეეხო.

"ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არც თუი ისე კარგია, რადგან თამაშებს შორის შუალედი მცირეა, თუმცა სხვა გზა არ გაქვს. ყველა თამაში ისე უნდა ჩავატაროთ, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავირიდოთ."

"ლეჩე" შესანიშნავი გუნდია. ჩვენ ისევე როგორც ყველა მეტოექეს, მათაც პატივს ვცემ."

"გონსალომ და რემზიმ ვარჯიში განაახლეს. მათ მოედანზე მცირე დროს გატარება უკვე შეუძლიათ."

"პიპიტა შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს." - განაცხადა სარიმ.

1 თვის წინ
392 / 1
სესე
user
Baqar89 ვაი გასაკვირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 69
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-