logo

რომელ ადგილზეა არტური "იუვეს" ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

რომელ ადგილზეა არტური "იუვეს" ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

როგორც იცით, "იუვენტუსს" არტური დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ ფასში იგულისხმება 60 მლნ პიანიჩის ფასი და დამატებით 10 მლნ.

კონტრაქტზე მოწერის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი იქნება. ასეთ სოლიდურ ფასად "ბიანკონერის" მოედნის ცენტრში არავინ უყიდია.

დიახ, ისეთი დიდი ფეხბურთელებიც კი, როგორიც პირლო და ზიდანი იყვნენ, ან პოლ პოგბა და სხვა ვარსკვლავები "ბებრმა ქალბატონმა" ან უფასოდ მიიყვანა ბანაკში, ან მიზერულ თანხად.

საერთო ჯამში, მელო ტურინელებისთვის მე-4 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, იგუაინის, დე ლიხტისა და რონალდუს შემდეგ.

1 თვის წინ
336 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 ცოტა გასაკვირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-