ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს.
ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში "მილანის" კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა მოექცა, იტყობინება "Calciomercato".
იტალიელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონია. აღსანიშნავია, რომ მას "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.
"ბებერ ქალბატონს" დონარუმას ტრანსფერში კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "პარიზ სენ-ჟერმენი" გაუწევენ.