logo

როგორ შეიცვლება არტურისა და პიანიჩის ხელფასები

როგორ შეიცვლება არტურისა და პიანიჩის ხელფასები

ძალიან ცოტა რჩება იმ წამამდე, როდესაც არტურ მელო "იუვენტუსის", ხოლო მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელები ოფიციალურად გახდებიან.

მიუხედავად ამისა, პრესაში უკვე გამოჟონა მათი კონტრაქტის დეტალებმა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანა" ბრაზიელილის სანაცვლოდ 70(+5 მილიონი ბონუსები) მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო "ბიანკონერი" ბოსნიელს 60 მილიონ ევროდ შეელევა.

ცნობილია ისიც, რომ 23 წლის შუახაზელი "ზებრებში" 2025 წლამდე დარჩება, ხოლო მირალემის ხელშეკრულებას "ბარსასთან" ვადა 2024 წლამდე ექნება.

რაც შეეხება ფეხბურთელთა სახელფასო მდგომარეობებს, აქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

მოგეხსენებათ, რომ არტური კატალონიურ გრანდში წელიწადში 2.5 მილიონ ევროს იღებდა. პიემონტში ეს თანხა გასამმაგდება და 7.5 მილიონს მიაღწევს!

მართალია, პიანიჩის ანაზღაურება "ბარსაშიც" ანალოგიური იქნება, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 30 წლის გამთამაშებელი "იუვეშიც" 7.5 მილიონ ევროს იღებდა.


2 დღის წინ
209 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 საინტერესოა ეს ბონუსების თემა
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ