TS: "მას მხოლოდ "იუვეში" სურს - ტურინელები ვარსკვლავთან ახლოს არიან

TS: "მას  მხოლოდ "იუვეში" სურს - ტურინელები ვარსკვლავთან ახლოს არიან

"იუვენტუსი" დღეს წლის პირველ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს - არტურ მელო ტურინული კლუბის ფეხბურთელი გახდება.

ამის შემდეგ კი "ბიანკონერისთვის" პრიორიტეტული ნახევარმცველის მოყვანა გახდება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვე" პრიორიტეტად არკადიუშ მილიკს განიხილავს.

ამასთან დაკავშირებით TuttoSport სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს თანახმად, პოლონელ თავდამსხმელს ბევრი გუნდი ეპატიჟება, თუმცა მას მხოლოდ "იუვენტუსში" თამაში სურს.

მილიკი თავის კონტრაქტს, რომელიც 2021 წელს ეწურება, არ გაახანგრძლივებს.

"ნაპოლის" ფეხბურთელის სანაცვლოფ 40-50 მილიონი ევროს მიღება სურს. საკმარისი თანხის არქონის შემთხვევაში (რისი შანსიც დიდია), ტურინული გრანდი მუშაობას გაცვლაზე დაიწყებს.


10 თვის წინ
1164 / 1
user
Baqar89 ეს გვჭირდება საერთოდ
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ