logo

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ტურინის "იუვენტუსიდან" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი შეიძინა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 30 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამ თანხას ბონუსების სახით შეიძლება კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატოს.

მირალემმა "ბარსასთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბოსნიელი სეზონის ბოლომდე ტურინული გრანდის მაისურით ითამაშებს.

30 წლის ნახევარმცველი "იუვეს" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, როცა ის პიემონტში "რომადან", 35 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

"ვეკია სინიორიტაში" მისი ჯამური მონაგარი ასეთია: 171 მატჩი, 22 გოლი, 36 ასისტი.

2 დღის წინ
201 / 1
სესე
reclam
user
Baqar89 წარმატება ძნელი იქნება შენი ბარსას რიგებში ყურება მარა მადლობა რო ამ 4 გუნდში არ გადეხვედი და შენს თამაშს კიდე ვნახავ ეს კლუბებია სიტი, რელი. მილანი. ინტერი წარმატება სხვაგან სადაც იქნები
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ