logo

ტევესმა გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ფეხბურთელები შეარჩია

ტევესმა გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ფეხბურთელები შეარჩია

"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა, ეს-ესაა, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ფიქრობს. 

არგენტინელს ის ფეხბურთელებიც შეურჩევია, რომელთა ხილვასაც საკუთარ გუნდში ისურვებდა:

"თუ გუნდის შემადგენლობის არჩევა შემეძლება, შემადგენლობაში იქნებიან - ბუფონი, უგო იბარა, რიო ფერდინანდი, გაბრიელ ჰაინცე, პატრის ევრა, ანდრეა პირლო, პოლ სქოულზი, პოლ პოგბა, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და უეინ რუნი". 

"რაც შეეხება ჩემს მომავალს, ყველა კარს ღიას ვტოვებ, რადგან არ მსურს საკუთარი სიტყვების მონა ვიყო. რა თქმა უნდა, არგენტინაში ჩემთვის მხოლოდ "ბოკა" არსებობს, მაგრამ ვისურვებდი, მაგალითად, "ვესტ ჰემში" დაბრუნებას. მთელ ევროპულ გუნდებს შორის, რომლებშიც მითამაშია, ის ყველაზე ძლიერ მიყვარს", - ციტირებს ტევესს Marca.

კარლოს ტევესს კარიერის განმავლობაში "ბოკა ხუნიორსის" გარდა "კორინთიანსში", "ვესტ ჰემში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", "იუვენტუსსა" და "შანხაი შენხუაში" უთამაშია.

2 დღის წინ
323 / 1
ლევან კვინიკაძე
reclam
user
Baqar89 ძალიან კარგი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ