logo

"ფორვარდებისთვის რთული თამაში იყო" - სარის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ფორვარდებისთვის რთული თამაში იყო" - სარის კომენტარი მატჩის შემდეგ

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო საირიმ "ატალანტასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ატალანტას" წინააღმდეგ თამაში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასათვის რთულია. ისინი აქამდე ზედიზედ ცხრა გამარჯვებით მოვიდნენ. "მილანთან" ფიზიკური პრობლემა არ გვქონია, გუნდი მთლიანად გადაიღალა. ენერგიას მხოლოდ 30 წამში ვერ დაკარგავ.

მეორე გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც თამაშზე კონტროლს ვიღებდით. ჩვენ უფრო ენერგიულები ვიყავით, მაგრამ, პირველ ტაიმთან შედარებით, თავს უფრო მეტად ვიცავდით და არც ძალიან პასიურები არ ვყოფილვართ. ეს საშუელაბას გვაძლევდა, ნახევარდაცვაში ბურთი ხშირად დაგვებრუნებინა, რამაც მატჩის სურათიც შეცვალა.

ჩვენ ისე არ გვითამაშია, როგორც "სან სიროზე", მაგრამ გუნდი 90 წუთის განმავლობაში უფრო გამართული და თანმიმდევრული იყო.

ფორვარდებისთვის რთული თამაში იყო, შედარებით ნაკლებად, კრიშტიანუსთვის, დიბალასთვის კი უფრო მეტად, რადგან მას სიღრმიდან თამაში უყვარს, რაც "ატალანტას" წინააღმდეგ ძალიან სახიფათოა. მეორე ტაიმში კი იგუაინი შემოვიყვანეთ, რათა უფრო მეტი სივრცე გახსნილიყო", - განაცხადა სარიმ.


2 თვის წინ
436 / 1
სესე
user
Baqar89 ატალანტასთან იოლი თამაში არ არსებობს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 2
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-