ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწრთვნელმა მაურისიო სარიმ "ფიორენტინასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ფლორენციელებს საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ. დაცვიდან შეტევაში ბურთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება."
"დუგლას კოშტა? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მთავარია ბრაზილიელი ტრავმებმა აღარ შეაწუხოს. მას ყველანაირად ვეხმარებით, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს."
"დიახ, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ხელმძღვანელობამ ჩემი შეხედულებები ძალიან კარგად იცის. მე მათთვის არავის ყიდვა არ მითხოვია, რადგან ჩემს განკარგულებაში უძლიერესი გუნდია." - განაცხადა იტაიელმა სპეციალისტმა.