logo

"მაშინ დავრწმუნდი, რომ რონალდუ ნორმალური არაა", - ბენატია უცნობ ისტორიას იხსენებს

"მაშინ დავრწმუნდი, რომ რონალდუ ნორმალური არაა", - ბენატია უცნობ ისტორიას იხსენებს

"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მეჰდი ბენატია ჩვენთვის უცნობ ისტორიას იხსენებს კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით.

"ატალანტასთან" მატჩისთვის ორივე სათადარიგო შემადგენლობაში დავრჩით და საბოლოოდ მატჩში მონაწილეობა არ მიგვიღია, რადგან სამი დღის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გველოდა და მწვრთნელმა როტაციას მიმართა. როდესაც ავტობუსით ვბრუნდებოდით, კრიშტიანუმ მკითხა თუ რა გეგმები მქონდა. ღამის თერთმეტი საათი იყო და სახლში წასვლას ვაპირებდი. თავად სავარჯიშოდ წასვლას აპირებდა და მეც შემომთავაზა. მაშინ დავრწმუნდი, რომ კრიშტიანუ არ იყო ნორმალური.

როდესაც მის გვერდით მუშაობ, უფრო მეტად სცემ პატივს, რადგან ხედავ, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთს შესწირა", - აღნიშნა ბენატიამ AS-თან.


6 თვის წინ
422 / 0
იაკობ ქირია
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 54
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ