logo

"ფიორენტინამ" კიეზას ფასი დააადო - გრანდები გააქტიურდნენ

"ფიორენტინამ" კიეზას ფასი დააადო - გრანდები გააქტიურდნენ

"მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" იტალიელი ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. აღნიშნული იტალიური გრანდები "ფიორენტინას" იტალიელი ვარსკვლავისთვის, ფედერიკო კიეზასთვის, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

22 წლის იტალიელი უკვე დიდი ხანია გრანდების რადარზეა, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა კლუბი უფრო გააქტიურდა, რადგან მომდევნო წლებში იტალიელის ფასი დიდი ალაბთობით მოიმატებს.

ამჟამად "ფიორენტინა" 70 მილიონის გადახდას ითხოვს ფედერიკოს სანაცვლოდ და დაკლებას არ აპირებს, თუმცა ტურინში იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაც, რაც კიეზას ფასს საგრძნობლად შეამცირებს.

იტალიელი სერია ა-ში 2016 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ 134 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა. "ფიორენტინაში" მას მთლიანი ფლანგი აბარია, რაც მის შეტევაში ჩართვებს გარკვეულწილად აფერხებს, შეიძლება ითქვას, რომ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

1 თვის წინ
336 / 1
გიორგი მიქავა
user
Baqar89 არ  დათანხმდება გაცვლას გამორიცხულია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 2
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-