"იუვენტუსის" შეთავაზება "არსენალს" - ფეხბურთელი და ფული ფორვარდის სანაცვლოდ

"იუვენტუსის" შეთავაზება "არსენალს" - ფეხბურთელი და ფული ფორვარდის სანაცვლოდ

ტურინელებს ლონდონის "არსენალიდან" ფრანგი შემტევის ალექსანდერ ლაკაზეტის გადმობირება სურთ, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვით არიან დაინტერესებული.

საუბარია "იუვენტუსის" ბრაზილიელ შემტევზე დუგლას კოშტზე, რომელსაც არაერთ კლუბს უკავშირებენ და სავარაუდოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს.

დუგლასი შესაძლოა ლაკაზეტის შესაძენად გამოყენებული იარაღი გახდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი არტეტას პოზიციაა. მთავარია რამდენად აწყობს "არსენალის" მთავარ მწვრთნელს კლუბში ლაკაზეტის ნაცვლად დუგლასის ყოლა.

5 თვის წინ
901 / 1
user
Baqar89 ძაან მარტივი ტრანსფერი ჩანს
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ